Лицензированное обучение DIR/Floortime в Грузии

Want create site? With Free visual composer you can do it easy.

DIR/Floortime თბილისში, 18-19 მაისი — უნიკალური კურსი ბავშვებისა და მშობლების დასახმარებლად (აუტიზმი, ასა და სხვა)

 

რამოდენიმე ხნის წინ თბილისს სტუმრობდა ელენა აკულოვა (ბელორუსია) — ფსიქოთერაპევტი, ბავშვთა და ოჯახის ფსიქოლოგი, DIR/Floortime ექსპერტი-ტრენერი, სერტიფიცრებული ICDL ინსტიტუტის მიერ (აშშ). პირადი საიტი — https://elena-akulova.com/ ქალბატონი ელენა წლებია მუშაობს სპეციალური საჭიროების მეტყველების დარღვევის მქონე ბავშვებთან (აუტიზმი, აუტისტური სპექტრის აშლლობა და სხვა) და მათ მშობლებთან. დროის სიმცირის მიუხედავად, მაინც მოვახერხეთ და შედგა შეხვედრა დაინტერესებულ მშობლებთან და სპეცილისტებთან, რომელზეც ძალიან ბევრ საინტერესო საკითხს შევეხეთ.

ქალბატონმა ელენამ ამომწურავი ინფორმაცია მიაწოდა მსმენელებს მეტყველების განვითარების დარღვევის მქონე ბავშვებთა მუშაობისა და ურთიერთქმედების მიდგომების შესახებ, მშობლებისთვის და სპეციალისტებისთვის. განსაკუთრებული ყურადღება, რა თქმა უნდა, DIR/Floortime მეთოდს დავუთმეთ, რადგან ჩვენი სტუმარი სწორედ ამ მიმართულების ტრენერი-ექსპერტია.
სამწუხაროდ, ბევრმა მსურველმა ვერ მოახერხა შეხვედრაზე დასწრება, ამიტომ გადავწყვიტეთ ამ ინტერვიუს ჩაწერა, რითაც, იმედია, მივაწვდით ძალიან საინტერესო და მნივნელოვან ინფორმაციას ყველა დაინტერესებულ ადამიანს — როგორც მშობლებს, ასევე სპეციალისტებს.
-ძვირფასო ელენა, ძალიან მიხარია, რომ ჩვენი თბილისური შეხვედრა შედგა და ჩვენს ურთიერთობებს ახლა უკვე ქართული ელფერი აქვს. მიხარია, რომ გქონდათ შეხვედრა ჩვენს სპეციალისტებთან და მშობლებთან, სადაც ძალიან ბევრ მნიშვლოვან თემაზე ისაუბრეთ და პასუხი გაეცით აქტუალურ კითხვებს — მეტყველებისა და განვითარების სხვა დარღვევის მქონე ბავშვების მშობლებლისთვის, ასევე სპეციალიტებისთვის. თუმცა ბევრმა ვერ მოახერხა დასწრება, ისინი გვწერენ, გვეკითხებიან, ამიტომ გადავწყვიტეთ ამ ინტერვიუს ჩაწერა და წინასწარ გიხდით მადლობას, რომ გამონახეთ დრო ჩვენი საუბრისთვის. ვიცით, რომ თბილისში სულ რამოდენიმე დღით ხართ.
ელენა, მოგვიყევით მეთოდის შესახებ — რა არის DIR/Floortime, როგორია მისი შექმნის ისტორია, მუშაობისა და ურთიერთქმედების პრინციპები, რით განსხვავდება სხვა მსგავსი დანიშნულების მეთოდებისგან და რა უპირატესობები აქვს?
DIR/Floortime – ეს არის აუტისტური სპექტრის დარღვევის მქონე ბავშვთა სისტემური დახმარების მეთოდი, , რომელიც შემუშავებული იყო სტენლი გრინსპენის (Steanly Greenspen) მიერ 1979 წელს. სტენლი გრინსპენმა (1941 – 2010) შეიტანა მნივნელოვანი წვლილი აუტიზმის შესწავლაში, კორექციული დახმარების განვითარებაში, ასევე შეიმუშავა ადრეული ჩარევის პროგრამები, რისთვისაც დამსახურებულიად მიიღო მაღალი ჯილდოები. მან შეიმუშავა DIR კონცეფცია, რის პრაქტიკულ გამოყენებასაც წარმოადგენს Floortime (ფლორთაიმი).
Мой вебинар о применении принципов DIR/Floortime в семье

Floortime (ინგლისურად „დრო იატაკზე“) ეს არ არის „თამაშები იატაკზე“ პირდაპირი მნიშვნელობით – უბრალოდ, ჩვენ ბავშვთან ერთ დონეზე ვართ, ვსაუბრობთ, როგორც თანასწორები და ვენდობით ერთმანეთს. ეს არის პრინციპული განსხვავება სხვა დირექტიული მეთოდებისგან. Floortime თერაპიის აუცილებელი ელემენტია ემოციურად თბილი და უსაფრთხო ურთიერთობების შექმნა, რომელშიც ბავშვის განვითარების ბუნებრივ მამოძრავებელ ძალას წარმოადგენს ბავშვის ინტერესი. სწორედ ამიტომ, Floortime შეიძლება გამოყენებული იყოს აბსოლუტურად ყველგან: კლასში სპეციალურად განსაზღვრულ დროს, სახლში, ქუჩაში, მაღაზიაში, თამაშის დროს — სადაც გსურთ. აბრევიატურა DIR ნიშნავს „განვითარება“, „ინდივიდუალური თავისებურებები“ და „ურთიერთობები“ (ინგლ.) ეს მეთოდი იყენებს ემოციურად დამუხტულ ურთიერთობებს ბავშვის, მოზარდისა და მოზრდილის განვითარებისთვის, მისი აღმასვლისთვის განვითარების კიბეზე, მისი ყველა ინდივიდუალური თავისებურების გათვალისწინებით. გარდა ამისა, DIR/Floortime დიდ ყურადღებას უთმობს ბავშვის მშობლებს, როგორც მის ყველაზე მნიშვნელოვან აღმზრდელებს, და ეს სწორია. ბავშვი ან მოზარდი, მისი პრობლემებით, არ არსებობს იზოლირებულად, მასზე დიდ ზეგავლენას ახდენს ოჯახი. ამ შემთხვევაში მშობლები Floortime მთავარი მოთამაშეები არიან — ისინი სპეციალისტთან სწავლობენ მეთოდის ყოველდღიურ გამოყენებას და მათთან მუდმივად თანამშრომლობენ. ამ შემთხვევაში DIR/Floorime ოჯახის ორგანული ნაწილი ხდება. ეს ძალიან ბუნებრივად ხდება, მსუბუქად, რადგან მეთოდი გამოირჩევა ეკოლოგიური, ფრთხილი და რბილი მიდგომით პროცესის თითოეული მონაწილის პიროვნების მიმართ. ჩვენ ვიყენებთ ბავშვის ინტერესს ნებისმიერი რამის მიმართ ისე, რომ ბავშვის დასწავლის პროცესი ხდება ბუნებრივი — ისე, რომ ბავშვს თვითონ გაუჩნდეს სურვილი, გადაჭრას სულ უფრო და უფრო რთულ ამოცანები, ქონდეს ურთიერთობები და განაგრძოს სამყაროს შეცნობა. Floortime არის საშუალება, რათა მშობლები და სპეციალისტები ჩაერთონ ბავშვის სწავლების პროცესში, ისე, რომ არ გახდნენ კონტროლიორები. ამასთანავე, DIR/Floortime არ ისახავს მთავარ მიზნად გარე სიმპტომებისა და ქცევითი გამოვლენების ალაგებას. ჩვენს წინ უფრო ღრმა ამოცანაა: ემოციური-ფუნქციური განვითარების საფეხურებზე წინსვლის ხარჯზე (აღწერილი იყო სტენლი გრინსპენის მიერ), ბავშვს უჩნდება შესაძლებლობა, გარემოდან თვითონ შეიწოვოს ჩვევები და უნარები, რომლებიც მას არ ყოფნიდა, ვითარდება მისი კოგნიტური ჩვევები, აბსტრაქტული აზროვნებისა და ანალიზის, ემოციური სიახლოვის უნარი, თანატოლებთან და სხვა ბავშვებთან თამაშის სურვილი, ასევე ყალიბდება სასწავლო ჩვევები, ქრება პრობლემური ქცევა. ამგვარად, DIR/Floortime აგებს დახმარების ისეთ სისტემას, რომელიც მაქსიმალურად მიახლოვებულია პიროვნების ბუნებრივ განვითარებასთან. დღეისთვის არსებობს მთელი რიგი მეცნიერული კვლევები, რომლებიც ადასტურებენ DIR/Floortime მეთოდის ეფექტურობას (მასალებს შეგიძლიათ გაეცნოთ აქ — http://www.icdl.com/research).
– ელენა, მოგვიყევით მეთოდის აქტუალობაზე — მოგვიყევით ქვეყნებზე, სადაც DIR/Floortime აქტიურად და ეფექტურად გამოიყენება.
რამდენადაც მეთოდი ამერიკაში შეიქმნა, მისი გავრცელება მსოფლიოში სწორედ ამ ქვეყნიდან დაიწყო. დღეისთვის აშშ-ში, ადრეულ განვითარებაზე მომუშავე სხვადასხვა ორგანიზაციებისა და ცენტრების გარდა, არსებობს სკოლები “Imagine”, „Celebrate the Children” და „რებეკას სკოლა“, რომლებშიც მთელი სასწავლო პროცესი აგებულია DIR/Floortime კონცეფციაზე. DIR კონცეფცია აქტიურად გამოიყენება ევროპის ქვეყნებში, რადგან აჩვენა თავისი ეფექტურობა პრობლემების ფართო სპექტრში, ის ასევე გამოიყენება რისკის ჯგუფის მოზარდთა შორის სოციალურად საშიში ქმედებების პროფილაქტიკის სფეროში. ICDL ინსტიტუტი (აშშ), რომელიც ეწევა DIR/Floortime მეთოდის ლიცენზირებულ სწავლებას, ამზადებს სპეციალისტებს მთელს მსოფლიოში. აშშ გარდა, DIR/Floortime აქტიურად ვითარდება ევროკავშირში, ლათინური ამერიკის ქვეყნებში, აზიაში, ასევე ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნებში. სწავლება მიმდინარეობს ინგლსურად, ესპანურად, იტალიურად, არაბულად, რუსულად და სხვა ენებზე. ყოველწლიურად მატულობს სერტიფიცირებული სპეციალისტების რაოდენობა. მრავალ ქვეყანაში იხსნება Floortime ცენტრები, რომლებშიც DIR/Floortime კონცეპციით მომუშავე სპეციალისტების მთელი გუნდია ჩართული, ისინი მუშაობენ ICDL (აშშ) ინსტიტუტის უფრო გამოცდილი სპეციალისტების რეგულარული სუპერვიზიის ქვეშ, მათ შორის აშშ-დან. კერძოდ, ასეთი ცენტრები წარმატებით მუშაობენ უკრაინაში (კიევი) და რუსეთში (მოსკოვის ოლქი, ივანტეევკა).
-რატომ არის მნიშვნელოვანი მშობლების აქტიური ჩართულობა სასწავლო და მხარდამჭერ პროცესებში?
ამ მიდგომაში მშობლები აღზრდისა და დასწავლის პროცესის ყველაზე მნიშვნელოვანი მონაწილეები არიან, და ეს კანონზომიერია. სხვა მიდგომებისგან განსხვავებით, რომლებშიც კონცენტრირება ხდება განსაკუთრებული საჭიროების მქონე პირთა პროფესიულ დახმარებაზე, DIR/Floortime მოიაზრებს მთელი ოჯახის ჩართულობას ამ პროცესში, რადგან ემოციურად უსაფრთხო, სანდო და თბილი ურთიერთობების გარეშე შეუძლებელია პიროვნების სრულფასოვანი განვითარება. სწორედ ამ მნიშვნელოვნი როლს ასრულებენ ოჯახი და მშობლები. საზღვარგარეთ უკვე დიდხანია მივიდნენ იმ აზრამდე, რომ, შორს მიმავალი მიზნებისა და სახელმწიფოსა და საზოგადოების ფინანსური ხარჯებისა გათვალისწინებით, ბევრად მიზანშეწონილია ოჯახის, და არა მარტო ბავშვის, მხარდაჭერა. ჩვენ ჯერ კიდევ გვიწევს საბჭოური განათლების სისტემის მემკვიდრეობის დაძლევა, როდესაც ბავშვები, რომლებსაც რაიმე დარღვევა ქონდათ განვითარებაში, იზოლირებულები იყვნენ, არა მარტო საზოგადოებიდან, არამედ ოჯახიდანაც, ცხოვრობდნენ რა სპეციალიზირებულ დაწესებულებებში. აღზრდის ასეთი სისტემა შეუქცევადად არღვევდა ბავშვის განვითარებასა და ადაპტაციას სამყაროში, რადგან ხდიდა მას სოციალურად უძლურს და მოკვეთილს. გარდა ამისა, აღზრდის ამ სისტემის მიხედვით, მშობლები წლობით ცხოვრობდნენ სირცხვილისა და დანაშაულის გრძნობით საკუთარი თავის, როგორც „არასრულფასოვანი მშობლის“ გამო.
რადგან DIR/Floortime მიდგომაში ერთერთი მნიშვნელოვანი პრინციპი პატივისცემაა, ჩვენ ვთვლით, რომ ოჯახური სისტემის ყოველი წევრი იმსახურებს ყურადღებას. სპეციალისტი ბავშვის ოჯახთან აგებს თანამშრომობის სანდო ურთიერთობებს — ჩვენ თანაბარი პარტნიორები ვართ. მშობლებს ასწავლიან ბავშვთან ურთიერთქმედებას, ასევე — თბილი, ემოციური ურთიერთობების დამყარებას, რომელიც გაჯერებულია ურთიერთ სიამოვნებით, რაც DIR/Floortime თერაპიის საფუძველია.
კიდევ ერთი უმნიშვნელოვანესი პრინციპი: კატეგორიულდ არ არსებობს დაძალება — როგორც ბავშვზე, ასევე მოზრდილზე (აღმზრდელზე). ამისათვის, მომზადებული სპეციალისტი ეხმარება მშობლებს და ბავშვებს ურთიერთობების იმ ზონების მოძიებას, სადაც მათ ურთიერთ ინტერესი და დადებითი განცდები აქვთ, შემდეგ კი ეხმარება მათ გაზიარებაში. ასეთ ემოციურ კავშირზე დაყრდნობით, უკვე შესაძლებელია მოძრაობა წინ, ბავშვის განვითარებისთვის.
ბევრს უჩნდება კითხვა: „საიდან მივიღო ძალა და ემოციები, როდესაც მე ავადმყოფი ბავშვი მყავს?“ ჩვენ ძალა გვტოვებს მაშინ, როდესაც ადგილი აქვს ძალადობას — საკუთარ თავზე, ან ბავშვზე, თუნდაც ეს ძალადობა „სიკეთისთვის“, მომავალი სარგებელისთვის იყოს. ასეა ადამიანი მოწყობილი. თუ ჯერ ვსწავლობთ ჩვენი ურთიერთობების სითბოთი ავსებას, ვეძებთ იმ ზონებს, სადაც თვითონ მშობლისთვისაც საინტერესოა ბავშვთან თამაში და ურთიერთობა (ეს ზონები კი ყოვეთვის არის, მაშინაც კი, როდესაც ბავშვს ჯანმრთელობის მძიმე დარღვევა აქვს), მაშინ ბუნებრივი მექანიზმების მეშვეობით ნერვულ სისტემაში აქტიურდება „შინაგანი აფთიაქი“ — ხდება ნეირომედიატორების გამოყოფა, რომლებიც თვითონ იწვევენ ახალი ნეირონული კავშირების შექმნას, ამსუბუქებენ სტრესის შედეგებს, აუმჯობესებენ კოგნიტურ ფუნქციებს, ტვინის მომარაგებას ჟანგბადით და ეხმარებიან მოტივაციის ჩამოყალიბებაში მიღებული გამოცდილების განმეორებისთვის.
-როგორ ხდება ბავშვებისა და მოზრდილების დახმარების ამ უნიკალური სისტემის დასწავლა?
ICDL ინსტიტუტის (აშშ) ფარგლებში, რომელსაც, სხვათა შორის, სიცოცხლის ბოლომდე სტენლი გრინსპენი ხელმძღვანელობდა (სირენა უიდერთან ერთად), ტარდება სხვადასხვა დონის კურსები. სწავლებას აწარმოებენ გამოცდილი პედაგოგი-ექსპერტები, , რომლებიც თვითონ ამ ინსტიტუტის მიერ არიან სერტიფიცირებულები. სწავლება მიმდინარეობს როგორც დასწრებულ ფორმატში, ასევე ონლაინ რეჟიმში.
სწავლების განრიგი შეგიძლიათ იხილოთ ინსტიტუტის საიტზე: http://www.icdl.com/courses .
პირველი კურსი DIR 101 — შესავალი კურსია, განკუთვნილია როგორც სპეციალისტებისთვის, ასევე მშობლებისთვის. ეს კურსი, მომდევნო კურსებთან შედარებით, მთლიანად სალექციოა. მასზე ჩვენ განვიხლავთ DIR/Floortime ძირითად კონცეფციებს, შევისწავლით DIR სტრატეგიებს, ასევე ემოციური და ფუნქციური განვითარების საფეხურებს, ვუყურებთ და ვარჩევთ ბავშვებთან მუშაობის ვიდეოჩანაწერებს. ამ კურსის დასრულების შემდეგ ყველა მონაწილე იღებს ICDL ინსტიტუტის (აშშ) სერტიფიკატს, მაგრამ ეს არ არის სპეციალისტ-პრაქტიკოსის სერტიფიკატი. DIR 101 სერტიფიკატი იძლევა შემდგომ კურსზე სწავლის გარძელების უფლებას. ეს კურსებია DIR 201 და DIR 202. მათზე სწავლება თანმიმდევრობით ხორციელდება, ყოველ მათგანზე სტუდენტები სწავლობენ არა მარტო თეორიას, არამედ ასევე აჩვენებენ მათ პრაქტიკულ მუშაობას ბავშვებთან, განვითარების ძირითადი ემოციური-ფუნქციური დონეების მიხედვით, აკეთებენ ამ მუშაობის ვიდეოჩანაწერებს და აანალიზებენ მათ, სწავლობენ დიაგნოსტიკას და ბავშვის პროფილის აღწერას, ჩარევის ამა თუ იმ სტრატეგიის დასაბუთებას, ასევე ავითარებენ თვითანალიზის (თვითრეფლექსიის) უნარს.
ამ კურსების დასრულების სერტიფიკატის გაცემა და სპეციალისტ-პრაქტიკოსის სტატუსის მინიჭება (შესაბამისად, საწყისი და საშუალო დონის) ხდება სტუდენტის მიერ ყველა აუცილებელი კომპეტენციების მიღების შემდეგ. ნუ შეგეშინდებათ ასეთი მიდგომის — იმის გამო, რომ სწავლებას აწარმოებენ გამოცდილი Floortime პრაქტიკოსები, თვითონ სწავლებაც და სტუდენტებთან დამოკიდებულებაც აგებულია DIR პრინციპებზე, მნიშვნელოვანია, რომ თვითონ სტუდენტიც კურსის განმავლობაში „გაიზარდოს“, აიმაღლოს კომპეტენტურობა, გაიუმჯობესოს მისი პრაქტიკული გამოცდილება. იმისათვის, რომ ეს მოხდეს, გათვლილია სტუდენტების მრავალმხრივი მხარდაჭერის პრაქტიკა. სწავლება აგებულია საინტერესოდ და, ამასთანავე, ღრმად.
202 კურსის წარმატებით დასრულების შემდეგ სტუდენტს შეუძლია სწავლის გაგრძელება- 203 კურსზე, რომელზეც ისწავლება ოჯახთან მუშაობის სტრატეგიები. სწავლების მეთოდები თითქმის იგივეა, რაც 201 და 202 კურსებზე. DIR 203 კურსის დასრულების შემდეგ ამერიკის ICDL ინსტიტუტი გასცემს უმაღლესი დონის სპეციალისტის სერტიფიკატს, შესაბამისად, სპეციალისტი იღებს უფლებას, იმუშაოს არა მარტო ბავშვებთან, არამედ ოჯახებთანაც. სწავლის ამ ეტაპის დასრულების შემდეგ სპეციალისტს შეუძლია გააგრძელოს სწავლა 204 კურსზე და, მისი ინტერესების შესაბამისად, აწარმოოს სამეცნიერო-კვლევითი მუშაობა, ან ისწავლოს, რომ გახდეს ექსპერტი-პედაგოგი. სწავლის ყოველ ეტაპზე სპეციალისტები იღებენ პდაგოგების მხარდაჭერას და სუპერვიზიას, რაც უზრუნველყოფს სპეციალისტის მომზადების ხარისხს. ყველა ამ კურსზე სწავლის სიჩქარეს თვითონ სტუდენტი არეგულირებს. ყოველ ტრიმესტრში ინსტიტუტში იწყება ახალი ჯგუფები, და სტუდენტს შეუძლია გადავიდეს შემდეგ დონეზე მაშინ, როდესაც ამისთვის მზად იქნება. არ არის არანაირი ვალდებულებები ინსტიტუტის მხრიდან. ასევე, შესაძლებელია სწავლის შეჩერება ნებისმიერი ჩამოთვლილი კურსის დასრულების შემდეგ.
-როგორია ქართველი სპეციალისტების შანსი, გახდნენ DIR/Floortime სერტიფიცირებული სპეციალისტები?
ზუსტად ისეთივე, როგორიც აქვს ყველას, ვინც მიდის სასწავლებლად ICDL ინსტიუტში. ამ ეტაპზე საქართველოში არ არის არცერთი სერტიფიცირებული DIR/Floortime სპეციალისტი. ჩვენს თბილისურ შეხვედრაზე მშობლებმა და სპეციალისტებმა გამოთქვეს დიდი სურვილი, რომ შეესწავლათ მეთოდი, ასევე მიღებულია გადაწყვეტილება, რომ შეიქმნას კურსი DIR 101 საქართველოში. თუ იქნება საკმარისი რაოდენობის მსურველი, მე მზად ვარ, ჩამოვიდე თბილისში და წავიყვანო ეს კურსი.
-ელენა, დიდი მადლობა ინტერვიუსთვის, ძალიან საინტერესო და მნიშვნელოვანი ინფორმაციის მოწოდებისთვის. იმედია, ჩვენი თანამშრომლობა გაგრძელდება და საქართველოშიც იმუშავებენ სერტიფიცირებული DIR/Floortime სპეციალისტები, მომზადებულ მშობლებთან ერთად, მეტყველებისა და განვითარების სხვა დარღვევის ბავშვებისა და მათი ოჯახების დასახმარებლად და პროფესიული მხარდაჭერისთვის.
ბოლოს, მინდა გკითხოთ, როგორ შეძლებდით, ერთი წინადადებით აგეღწერათ თქვენი შთაბეჭდილება საქართველოს შესახებ?
ოჰ, ერთი წინადადებით ვერ გამოვა… ქართველი ხალხი ძალიან ემოციურია, მათ შეუძლიათ სიყვარული და სიხარულის სხვასთან გაზიარება. მე დამრჩა შთაბეჭდილება, რომ თქვენ ეს სისხლში გაქვთ. ამიტომ, ვფიქრობ, DIR/Floortime მიდგომა ძალიან ახლოს იქნება თქვენს კულტურასთან. მადლიერი ვარ თბილი მიღებისთვის, რომელიც იყო ჩვენს გაცნობით შეხვედრაზე სპეციალისტებთან და მშობლებთან, მე დავინახე იმ ადამიანების ძალიან ბევრი დაინტერესებული და არაგულგრილი სახე, რომლებსაც სურთ განვითარება და ბავშვების დახმარება. და ეს ძალიან კარგია!”
*** მეგობრებო, უკვე დაწყებულია რეგისტრაცია ამერიკის ICDL ინსტიტუტის მიერ ორგანიზებულ კურსზე DIR/Floortime “101” მშობლებისთვის და სპეციალისტებისთვის, რომელიც ჩატარდება თბილისში, 18-19 მაისს, შაბათ-კვირას, 10.00 — 18.00.
სრული ხანგრძლივობა — 16 სთ ( 2 დღე, 8-8 საათი, შესვენებებით).
კურსის წამყვანი — ამერიკის ICDL ინსტიტუტის ექსპერტი-ტრენერი ელენა აკულოვა.
სამუშაო ენა — რუსული.
მონაწილეებს გადაეცემათ ამერიკის ICDL ინსტიტუტის სერტიფიკატები.
ღირებულება:
მშობლებისთვის (ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ შესაბამისი დასკვნის წარდგენის შემთხვევაში) — 100 დოლარი (ეკვივალენტი ლარში);
სპეციალისტებისთვის — 150 დოლარი (ეკვივალენტი ლარში).
დამატებითი ინფორმაციისთვის და რეგისტრაციისთვის მოგვწერეთ მეილზე autizmanet@yandex.ru
გაუზიარეთ ეს ინფორმაცია მას, ვისთვისაც შეიძლება მნიშვნელოვანი იყოს!
Прочесть это интервью на русском можно здесь:
Регистрация на курс в форме ниже. Пожалуйста, заполните ее, чтобы попасть на курс! Справки по тел: +995558752350, viber, whatsapp: +375295327279

Did you find apk for android? You can find new Free Android Games and apps.

Ещё похожие записи:

Добавить комментарий

Ваш адрес email не будет опубликован. Обязательные поля помечены *